„უპრეცედენტო თაღლითობა ჩაიდინა ხელისუფლებამ“ - აკაკი მინაშვილი კონსტიტუციის ახალ პროექტზე
14:13:39     06-10-2017
„უპრეცედენტო თაღლითობა ჩაიდინა მაშინ ხელისუფლებამ“, - ეს განცხადება, „ენმ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, კონსტიტუციის ახალ პროექტზე საუბრისას გააკეთა. მინაშვილმა მმართველი გუნდის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ ერთხელ შეაფასა და მას ერთპარტიული უწოდა.
მინაშვილი ამბობს, რომ დღეს ვენეციის კომისიის დასკვნა ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით, მკაცრი და კრიტიკული იქნება.
„მთავარ საკითხზე, რომელზეც იყო საუბარი და ეს არის, როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული თუ მაჟორიტარული, ამ მიმართულებით ვენეციის კომისიას აქვს ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ არჩევნები უნდა იყოს პროპორციული წესით, რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება. ჩვენ გვახსოვს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის, თავმჯდომარის განცხადება, რომ ვენეციის კომისია არის იმედგაცრუებული ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ უპრეცედენტო თაღლითობა ჩაიდინა მაშინ ხელისუფლებამ. ვენეციის კომისიაში გააგზავნა სხვა დოკუმენტი და საბოლოოდ განსახილველად გამოიტანა აბსოლუტურად სხვა დოკუმენტი,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა აკაკი მინაშვილმა.