ჭირის ეპიდემია მადაგასკარზე - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განგაშს აცხადებს

  14:05:19     06-10-2017

მადაგასკარზე 230 ადამიანზე მეტი ჭირით დაავადდა, მათგან 33 გარდაიცვალა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რეგიონში უკვე გააგზავნა 1,2 მილიონი ვაქცინა, რომელიც 5 000 დაავადებულის სამკურნალოდ და 100 000 ადამიანის პრევენციისთვის არის საკმარისი.

ორგანიზაციის მონაცემებით, მადაგასკარზე გავრცელებულია ჭირის ყველაზე რთული ფორმა, რომელიც მკურნალობის გარეშე ადამიანის სიკვდილს იწვევს.