საბერძნეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც შვილის გატაცებაშია ეჭვმიტანილი
11:02:41     06-10-2017
საბერძნეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც შვილის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. საქმე ეხება 10 წლის გოგონას, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ კომოთინიში 3 სექტემბერს გაიტაცეს.
ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით, 1tv ავრცელებს. გატაცებულ მოზარდს ბერძენმა სამართალდამცველებმა 1 თვიანი ძებნის შემდეგ კალათეაში მიაგნეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გოგონა ერთ-ერთი კორპუსში იპოვეს, სადაც ის, ქართველ მამასთან ერთად იმყოფებოდა.
როდესაც პოლიცია ბინაში შევიდა, არასრუწლოვანი გოგონა მამას ლოგინის ქვეშ ჰყავდა დამალული. პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ბინაში აივანი ფიცრებით იყო აჭედილი, რათა არასრუწლოვანი მეზობლებს არ შეენიშნათ.
ამჟამად, მოზარდი უკვე დედასთან იმყოფება.