საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს
09:34:47     06-10-2017
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
პლენარულ სხდომას დაესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს და დოკუმენტის ირგვლივ გამართულ მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ვენეციის კომისიაში შეხვედრები გამართეს.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.