თბილისში 6 წლის გოგონაზე მოძალადე მამაკაცი დააკავეს

  14:28:07     05-10-2017

თბილისში, 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოძალადე პოლიციამ 21 სექტემბერს დააკავა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დამატებით ინფორმაციას შსს ჯერჯერობით არ ავრცელებს.