კიევში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

  13:23:42     05-10-2017

კიევში, ხარკოვის რაიონში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და აქტივისტებმა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა მშენებარე ობიექტის გარშემო ღობე დაანგრიეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

საპროტესტო აქცია უკრაინის დედაქალაქ კიევში, კერძოდ კი ხარკოვის რაიონში პოლიციამ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა.დაშავებულთა შორის ხუთი პოლიციელი და სამი ჟურნალისტია. "წითელი ჯვრის“ სწრაფი რეაგირების რაზმის კოორდინატორის, ტარას ლოგინოვის ინფორმაციით, ნაცემია ერთი დეპუტატი.