საზარელი ფაქტი რუსთავში - 12 წლის გოგონაზე მამაკაცმა იძალადა
10:41:36     05-10-2017
სამართადამცველებმა რუსთავში, 12 წლის გოგონას მიმართ ძალადობისა და ცემის ფაქტზე ბრალდებული პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, რუსთავში, 12 წლის გოგონას 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ძალადობის განხორციელების მიზნით, თავს დაესხა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობი მამაკაცი სახლთან თავს დაესხა და სარდაფში ძალით ჩაიყვანა. ყვირილზე მეზობლები გამოვიდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. მომხდარის შესახებ მეზობლებმა პოლიციას აცნობეს. გოგონა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.