ანა დოლიძე: ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დაწყებულია ძალიან კარგი თანამშრომლობა, კონსტრუქციული პროცესი
10:18:30     05-10-2017
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე უმრავლესობამ საკუთარი პოზიციები წარმოადგინა იმ ორ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც, უმრავლესობას სურს, რომ პრეზიდენტის ვეტოში იხილოს.
მისივე თქმით, რადგან პრეზიდენტი უკვე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობას, გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს.
"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დაწყებულია ძალიან კარგი თანამშრომლობა, კონსტრუქციული პროცესი. რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს, რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, რადგან პროცესი გრძელდება. აქ ბუნებრივია, ბევრი მხარეა ჩართული. დღეს წარმოდგენილი იყო უმრავლესობა საკუთარი პოზიციებით. პრეზიდენტი კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთანაც აწარმოებს, ვინაიდან ქმედითი დემოკრატიისთვის ჩვეულებრივი აუცილებელი ნაბიჯებია, ამიტომ როგორ შედეგებს მოგვიტანს, ამას მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა ანა დოლიძემ.