მამუკა მდინარაძე: ახლა ჯერი პრეზიდენტზეა
18:19:27     04-10-2017
„პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხზე კონსენსუსია და სადავო საკითხები არ არსებობს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ყველანი ვთანხმდებით, პრეზიდენტიც ჩვენც და ჩვენ ვიცით, რომ ამაზე თანხმობას აცხადებს ოპოზიციაც, არასამთავრობო სექტორიც, რომ ეს არის ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სადაო საკითხები არ არსებობს. ამას ეთანხმება ვენეციის კომისიაც, ანუ არსებობს ამასთან დაკავშირებით კონსენსუსი, ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე, გადაწყვეტს თუ რა, რომ მან ეს ორი საკითხი, რომელზეც არსებობს კონსესუსი, ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსესუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის ორსაათიანი შეხვედრა დასრულდა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსტიტუციაზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ და გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს აცნობდნენ, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.