ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გადადგა

  15:59:31     04-10-2017

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც ვალიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ემშვიდობება ენერგეტიკის სამინისტროს, მაგრამ ამ სფეროში რჩება.
"ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ", - წერს ვალიშვილი.