Yahoo-ზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
10:42:03     04-10-2017
Yahoo-ზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 3 მილიარდი მომხმარებლის ექაუნთი დაზიანდა.
ჰაკერების ხელში შესაძლოა ჩავარდა ისეთი პერსონალური ინფორმაციები, როგორებიცაა სახელი გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და პაროლი.
ასეთი შემთხვევა Yahoo-ზე 2013 წელსაც განხორციელდა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ 2016 წელს გახდა ცნობილი. შედეგად დაზიანდა მილიონამდე ადამიანის აქაუნთი, თუმცა ახალი მონაცემების მიხედვით ამ რიცხვმა 3 მილიარდს მიაღწია.
Yahoo-ში ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმის უკან სახელმწიფო ძალები დგას. 2017 წლის მარტში, აშშ-მა ბრალი წაუყენა რუსეთის სამ მოქალაქეს - დიმიტრი დოკუჩაევს, ალექსეი ბელანს და კარიმ ბარატოვს. გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ დოკუჩაევი კიდევ ერთ ეჭვმიტანილ იგორ სუშინთან ერთად, რუსეთის შსს-ში მუშაობს.
რუსეთში ეჭვმიტანილებს სამშობლოს ღალატი დასდეს ბრალად, რადგან მათ სხვა რუს ჰაკერებზე ინფორმაცია ამერიკულ სპეცსამსახურებს გადასცეს.