„რუსთავი2“-ზე აღარ დაიშვებიან ლეიბორისტების, პატრიოტთა ალიანსის და გაერთიანებული დემოკრატების წევრები“
23:55:38     03-10-2017
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გადაცემა „არჩევანში“ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„დღეს, გადაცემა „არჩევანი“ ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს ლეიბორისტულმა პარტიამ, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და პატრიოტთა ალიანსმა. აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემულობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება“, - აღნიშნავს გვარამია.