პრეზიდენტს „ქართული ოცნებიდან“ შესაძლოა მხოლოდ არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ
20:58:11     03-10-2017
„ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შესაძლოა, მხოლოდ არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ხვალ, 16:00 საათისთვის არის დანიშნული.
მმართველი უმრავლესობა ახალმიღებულ კონსტიტიციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომლის ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დაშვება იგეგმება. “ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა ისეთ დროს დანიშნა, რომ მასში პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან იგი ვენეციის კომისიის სხდომაზე მიემგზავრება.