შეიარაღებული შეტაკება ეროვნული კატასტროფის დღეს

  10:42:17     16-05-2011

ებრაელმა სამხედროებმა არაბების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. პალესტინელები სირიის საზღვარზე, სადავო ტერიტორია გოლანში გადასვლას ცდილობდნენ.

ებრაული “სასწრაფო დახმარების” წარმომადგენლის ცნობით, ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაიჭრა. გუშინ პალესტინელები ეროვნული კატასტროფის, ებრაული ოკუპაციის და მშობლიური მიწიდან განდევნის დღეს აღნიშნავდნენ. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოკლულთა და დაჭრილთა შორის სირიელები და ებრაელებიც არიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სადავო ტერიტორიაზე მასობრივი აქცია გაიმართა, რომელიც არაბთა და ისრაელის ომის დაწყების 63 წლისთავს ეძღვნებოდა. ებრაული წყაროები იუწყებიან, რომ ცეცხლი, თავდაპირველად, ახალგაზრდების ჯგუფმა გახსნა. დამრღვევების ჯგუფს 40-დან 50-მდე პირი წარმოადგენდა.