ეკა ბესელია: რაც კადრებში გამოჩნდა, ძალიან სამარცხვინო იყო!

  17:23:17     03-10-2017

ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება რომ დაცულია, ეს არავისთვის არის ახალი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა, - ​ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გუშინ, თბილისის მერიის შენობასთან განვითარებულ მოვლენების შეფასებისას განაცხადა. 

მისივე განმარტებით, თქმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა წესების დარღვევას, რაც კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს. 

„ჩვენს უფლებებს შეუზღუდავი სახე არ აქვს და გარკვეულ უფლებებთან ერთად, გვაქვს ვალდებულებები, რომელიც უნდა დავიცვათ. გუშინ, ცალკეული პირების მხრიდან აშკარად ადგილი ჰქონდა დადგენილი წესების დარღვევას. ეს კადრებშიც ძალიან კარგად ჩანდა და შედეგებშიც. რაც კადრებში გამოჩნდა, ძალიან სამარცხვინო იყო, როცა დანგრეული იყო ის ადგილები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იყო მოწყობილი. არც პარლამენტის წევრს და არც ყოფილ წევრს არ აქვს განუსაზღვრელი უფლებები. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები. წესების დაცვით ყველა სურვილის რეალიზება შეიძლება მოხდეს, მაგრამ როცა ვხედავთ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელს როგორ ურტყამს, ეს კადრი არაფერს ამართლებს“, - განუცხადა ეკა ბესელიამ.