მერიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

  16:50:29     03-10-2017

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და აქტივისტების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა დაევალა.

ექვსი ადამიანი, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით იყვნენ დაკავებული, გათავისუფლდნენ.

მათ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო, ერთ საათზე მეტ ხანს მსჯელობდა, საბოლოდ კი სხდომა გადაიდო.