მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
16:28:46     03-10-2017
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განაცხადა.
„მოქალაქისთვის დამატებითი დაცვის მოთხოვნა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა - ეს, რეალურად, ერთი და იგივეა. უბრალოდ, ყოველდღიურობაში „პოლიტიკური თავშესაფრის“ ცნება უფრო ხშირად გამოიყენება“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ჯერჯერობით სააკაშვილის მოთხოვნას არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა.