ფარშირებული შნიცელი შვლის ხორცისაგან

  10:40:59     16-05-2011

მასალა:

750 გრამი შვლის ხორცი (კუდუსუნი, თეძო)

150 გრამი შვლის ღვიძლი

25 გრამი ხახვი

მარილი და სანელებლები - გემოვნებით

5 სუფრის კოვზი ღვიის  ნაყენი

 

ხორცი დავჭრათ 10 ნაჭრად, დავბეგვოთ და დავამარილოთ. შვლის ღვიძლი შევწვათ ტაფაში ხახვთან ერთად, დავამატოთ მარილი და სანელებლები, დავასხათ 2 სუფრის კოვზი ღვიის  ნაყენი. მიღებული მასა თანაბრად გადავანაწილოთ ხორცის 5 ნაჭერზე, ზემოდან დავადოთ 5 დარჩენილი ნაჭერი და ბოლოები პატარა ჩაქუჩით დავუბეგვოთ, რომ ზედა და ქვედა ნაჭრები კიდეებით ერთმანეთს მიეკრას. მომზადებული შნიცელის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში და სწრაფადვე შევწვათ. წვის პროცესში მიღებულ სოუსს დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი ნაყენი ღვიის  მარცვლებისაგან და მოვასხათ ლიმონის წვენი.