მოლაპარაკებები Brexit-ის შესახებ გადაიდო

  15:44:58     03-10-2017

ევროპარლამენტის დეპუტატებმა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების რეზოლუციას მისცეს ხმა, თუმცა დოკუმენტის მიხედვით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პროგრესი დაფიქსირდება.

დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ ფინანსურ სახითხებზე ლონდონში ვიზიტმა, საკმაოდ გაართულა მოლაპარაკებების პროცესი. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა გაბაცხადა, რომ "ევროკავშირი Brexit-ის შემდეგ დიდ ბრიტანეთთან სამომავლო ურთიერთობების განსახილველად მზად არ არის".

ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.