საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიასთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს
13:51:06     03-10-2017
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.
„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ასეა ახლაც. თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო.
სწორედ, ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტი მზადაა მათ 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.