ხბოს ღვიძლი ბრაზილიურად
10:39:30     16-05-2011
მასალა:
250 გრამი ხბოს ღვიძლი
ნახევარი½ჭიქა თეთრი ღვინო
1 ცალი ლიმონი
2 საშუალო ზომის ხახვი
ნახევარი ჩაის კოვზი მაიორანი
ერთი ცალი დაფნის ფოთოლი
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 ცალი ბანანი
შავი პილპილი დანის წვერით
ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
მოვამზადოთ მარინადი ღვინის, 1 ლიმონის წვენის, გახეხილი ხახვის, მაიორანის, დაფნის ფოთლის, შავი პილპილისა და მარილისაგან. ღვიძლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და 1 დღით დავტოვოთ მომზადებულ მარინადში. შემდეგ ღვიძლის ნაჭრები შევბრაწოთ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ მარინადი და ვწვათ დაბალ ცეცხლზე, 3-4 წუთის განმავლობაში. წვის ბოლოს დავამატოთ დასრესილი ბანანი, დაჭრილი ხახვი, მოვასხათ ლიმონის წვენი, ფრთხილად გადავურიოთ და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ თეთრ პურთან, ან მოხარშულ ბრინჯთან ერთად.