ირაკლი კობახიძე მერიის ინციდენტზე: თუ იყო დეპუტატების უფლებები შეზღუდული, ამით დავინტერესდები

  13:49:21     03-10-2017

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს გუშინ, თბილისის მერიის შენობაში პარლამენტის წევრების არ შეშვების გამო მომხდარი ინციდენტის შესახებ.

ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძის განმარტებით, შესაბამისი შეზღუდვა შესაძლებელია, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანო ფაქტით დაინტერესდება და დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

"საკრებულოს სხდომა არის ღია, თუ მერიაში შეშვებაზეა საუბარი, იქ თუ იყო გარკვეული საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ეს შეიძლებოდა გამხდარიყო შესაბამისი შეზღუდვის მიზეზი, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, დეტალები მე არ ვიცი სამწუხაროდ, ამ საკითხის. თუ იყო დეპუტატების უფლებები შეზღუდული, ამით დავინტერესდები და რა თქმა უნდა, რეაგირება საჭიროების შემთხვევაში გვექნება, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.