თელავში უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა

  12:42:21     03-10-2017

თელავში, უბედური შემთხვევის შედეგად 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 

რ. ფ. წინანდლის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ელექტროსადენის შეკეთების დროს, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. 

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.