თეთრი ლობიო პიკანტურ სოუსში

  10:38:32     16-05-2011

მასალა:

500 გრამი თეთრი ლობიო

250 გრამი ცხიმიანი ძეხვი

1 დიდი თავი ხახვი

3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა - გემოვნებით

ცოტა ლიმონის ცედრა

1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

ნახევარი¾ლიტრი ტომატის წვენი

500 გრამი მოხარშული კარტოფილი

 

ლობიო ვხარშოთ დარბილებამდე, დავდგათ დასაწურად. ხახვი დავჭრათ ნაჭრებად, მსუბუქად მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ძეხვი, მოვხრაკოთ ხახვთან ერთად და შევურიოთ ლობიოს. დავამატოთ პილპილი, მარილი და ლიმონის ცედრა. მოვაყაროთ მწვანე ხახვი და სუფრაზე მივიტანოთ ცხარე ტომატის სოუსთან და მოხარშულ კარტოფილთან ერთად.