ალექსეი ნავალნი 20 დღით დააპატიმრეს
10:42:47     03-10-2017
მოსკოვის სიმონოვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 დღით დააპატიმრა. ამის მიზეზი საპროტესტო აქციის ორგზანიზების წესების განმეორებით დარღვევა გახდა.
„სასამართლომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (შეკრების, მიტინგის, დემონსტრაციის, მსვლელობის ან პიკეტირების ჩატარების ან ორგანიზების დადგენილი წესის განმეორებითი დარღვევა) დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადა მოსამართლე ხიზირ მუსაკაევმა.
29 სექტემბერს ალექსეი ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს, როდესაც ის ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგზე მიემართებოდა. შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მის მიმართ ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს.