მარტინ სკორსეზე ფილმის გაგრძელებას იღებს
10:34:57     16-05-2011
“დეილი ტელეგრაფის” ინფორმაციით, ლარს ფონ ტრიერი და მარტინ სკორსეზე ფილმ “Five Obstructions” – ის გაგრძელებას იღებენ. კინოსურათის ორიგინალური ვერსია 2003 წელს გამოვიდა. მასზე ფონ ტრიერი თავის კოლეგასთან და მასწავლებელთან იორგენ ლეტთან ერთად მუშაობდა. ლეტმა კი ამ ფილმის თავდაპირველი ვერსია 1967 წელს გადაიღო.
ამჯერად, ლარს ფონ ტრიერი და სკორსეზე ანალოგიურ პროექტზე ერთად იმუშავებენ. ამის შესახებ კანის კინოფესტივალზე განაცხადეს. როგორი იქნება სკორსეზეს მიერ ხელახლა გადაღებული ფილმი, ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ვარაუდობენ, რომ შეიძლება, მთავარი გმირი 1973 წლის ტაქსისტი იყოს. კინოსურათის ორიგინალურ ვერსიაში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: რობერტ დე ნირო, ჯოდი ფოსტერი და ჰარვი კეიტელი. ფილმი ოთხჯერ იქნა წარდგენილი “ოსკარზე” და კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზიც მოიპოვა.