მერლინ მენსონს კონცერტის დროს სცენის დეკორაცია დაეცა

  16:07:43     02-10-2017

ამერიკელ მუსიკოსს, 48 წლის მერლინ მენსონს, ნიუ-იორკში, კონცერტის მიმდინარეობის დროს სცენის დეკორაცია დაეცა და დაშავდა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მუსიკოსი დეკორაციის ქვეშ მოყვა. მენსონი მაშინვე გამოაყვინეს დაცვის წევრებმა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მან მსუბუქი დაზიანება მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.