ლას-ვეგასში გარდაცვლილთა რიცხვმა 50-ს მიაღწია
16:06:24     02-10-2017
ლას-ვეგასში გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ ცოტა, 50 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 200-ზე მეტია.
ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც, ის 64 წლის სტეფან პედოკია, რომელიც ლას-ვეგასში ცხოვრობდა. ის ლიკვიდირებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლას ვეგასში სროლას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ანდერსმაგანაცხადა, დონალდ ტრამპი ინფორმირებულია საშინელი ტრაგედიის შესახებ.
მისი თქმით, თეთრი სახლი თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და მზად არის შტატის ხელისუფლებას ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს.