რატომ მოხსნეს ნინო ლომჯარია და რა ხდება აუდიტის სამსახურში?

  12:22:42     02-10-2017

საკადრო წმენდა აუდიტის სახელმწიფო სამსახურში. ირაკლი მექვაბიშვილმა, მისვლისთანავე მოხსნა  გენერალური აუდიტორის უფროსის მოადგილე, ნინო ლომჯარია. 

„მე შემიწყდა უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ აღარ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. 

როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთ ძველი მოადგილე, რომელსაც დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი თანამშრომლებთან. მიზეზი არ ყოფილა დასახელებული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „კურიერთან“ საუბარში. 

[I=2]სამაგიეროდ, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა  შეინარჩუნა „ქართუ ბანკის“ დირექტორმა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობის გამო...

რაც შეეხება ნინო ლომჯარია, ის თავის დროზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. 

თუმცა, მან, ეს სტატუსი რატომღაც სახელმწიფო ჩინოვნიკობაში გაცვალა, რომელიც დროებითი აღმოჩნდა, მიუხედავად მისი მცდელობისა.

უმუშევარი ლომჯარია, უკვე ეძებს ახალ სამსახურს და გაუგებარ მიღწევებზე საუბრობს: "მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

[I=3]მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების... 

ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10 თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად! მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში! 

რაც შეეხება ჩემ მომავალ გეგმებს, იმედია მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო", - წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.