სროლა ლას-ვეგასში, დაიღუპა 2 ადამიანი

  11:29:32     02-10-2017

ლას-ვეგასში სროლის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი, 24 კი დაშავებულია.

ინციდენტი მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ კაზინოსთან მოხდა. უცნობმა პირმა ცეცხლი ავტომატიდან გახსნა.

ლას-ვეგასის პოლიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც კაზინოსთან ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია. თუმცა სამართალდამცავები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოერიდონ იმ ქუჩას, სადაც კაზინოებია განლაგებული, რადგან ჯერჯერობით უცნობია, ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველები.

პოლიციის წარმომადგენელი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს უახლოეს წუთებში გამართავს და მომხდარის დეტალებს გაასაჯაროებს.ყველა ახლომდებარე დაწესებულება დაკეტილია.