პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს ელოდებიან

  10:42:15     02-10-2017

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის ახალ პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს ელოდება. 

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ძალაში რჩება  „ქართული ოცნების“ შეთავაზება პრეზიდენტისადმი, რომელიც ვეტოს კონკრეტულ მუხლებზე გამოყენებას გულისხმობს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარეტბით, ასეთ შემთხვევაში, მმართველი გუნდი პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მმართველი გუნდის შეთავაზებას არ გაითვალისწინებს და ვეტოს სრულად გამოიყენებს, საპარლამენტო უმრავლესობა მას დაძლევს.

გიორგი მარგველაშვილს ვეტოს სრული მოცულობით გამოყენებისკენ მოუწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციაში.

"სამართლებრივი შენიშვნები ძირითადად რა თქმა უნდა, მიმართული უნდა იყოს იმ მახინჯი საარჩევნო სისტემისკენ, რომლის შენარჩუნებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს 2020 წლისთვის," - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.