დღეს თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება

  10:08:56     02-10-2017

14:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიფინგზე პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ჩვენ ვეუბნებით არას, თბილისში გამეფებულ უკანონობას და ჩვენ ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. ასე რომ, გელოდებით ყველას ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.