გერმანიაში გეი წყვილი ოფიციალურად პირველად დაქორწინდა

  09:37:20     02-10-2017

გერმანიაში, მას შემდეგ რაც ჰომოსექსუალთა ქორწინება დაკანონდა, გეი წყვილი პირველად ოფიციალურად დაქორწინდა. სამოქალაქო ქორწინების ცერემონია ბერლინში გაიმართა.


59 წლის კარლ კრეილე და 60 წლის ბოდო მენდე უკვე 38 წელია ერთად ცხოვრობენ. თუმცა, ურთიერთობის დაკანონება მანამდე ვერ მოახერხეს სანამ გერმანიაში კანონი არ შეიცვალა. ახალი რეგულაცია გეი წყვილებს, ჰეტეროსექსუალი წყვილების მსგავსად, საგადასახადო შეღავათებსა და შვილის აყვანის უფლებას ანიჭებს.

გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, კანცლერ ანგელა მერკელის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2017 წლის 30 ივნისს დაუჭირა მხარი.
ევროპაში გერმანია რიგით მე-14, ხოლო მსოფლიოში რიგით 23-ე ქვეყანაა, რომელმაც 2017 წლის ივნისში ჰომოსექსუალთა ქორწინება დაუშვა.