
ლევან დავითაშვილი კახეთის გზატკეცილის მოსახლეობას შეხვდა
23:08:20     30-09-2017
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი კახეთის გზატკეცილის N3ა კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
როგორც შეხვედრაზე განუცხადეს დეპუტატობის კანდიდატს, კორპუსს სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია კორპუსთან მდებარე სტადიონი და ეზოს ასფალტის საფარი.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია და შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ გამოწვევებს პასუხი დროულად გაეცეს.