უბილეთო გულშემატკივრები - პრემიერსა და მინისტრებს, საქველმოქმედო მატჩზე დასასწრებად ფული არ გადაუხდიათ
12:49:58     30-09-2017
ბორჯომის ნაკრძალის დამწვარი ტერიტორიის აღსადგენად ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩზე დასასწრებად, პრემიერ კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს, რომლებიც სამთავრობო ლოჟიდან აკვირდებოდნენ თამაშს, ფული არ გადაუხდიათ.
[I=4]უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ თქვენ, გულშემატკივრებმა დინამო არენაზე მოსახვედრად ბილეთი შეიძინეთ და მასში, საშუალოდ, 25 ლარი გადაიხადეთ, ხელისუფლების პირველი პირები, მატჩს, სრულიად უფასოდ ადევნებდნენ თვალს, თანაც ყველაზე გამორჩეული ადგილიდან.
ეს მაშინ, როდესაც გულშემატკივრებისაგან განსხვავებით, სამთავრობო ლოჟაში უფასოდ ისხდნენ როგორც ხელისუფლების პირველი პირები, ისე დეკლარირებული მილიონერი მინისტრებიც.
ისინი თამაშის შემდეგ მატჩის მნიშვნელობაზე ისე საუბრობდნენ რომ სულაც არ გახსენებიათ ბილეთი, რომელიც თქვენგან განსხვავებით, უფასოდ მიიღეს.
[I=2]შესაბამისად, თამაშის დასრულების შემდეგ, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის მადლობა პრემიერ კვირიკაშვილსა და დანარჩენ მინისტრებს არ ეკუთვნოდათ.
კალაძემ მადლობა იმ ადამიანებს გადაუხადა, რომლებმაც ამ ღარიბ, უმუშევრებით სავსე ქვეყანაში მნიშვნელოვანი 25 ლარი გაიმეტეს და წვლილი შეიტანეს ბორჯომის ტყის მასივის აღდგენაში, რომელსაც სამწუხაროდ, ათეული წელი დასჭირდება.
შეგახსენებთ რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის გამართული საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიო XI -ის" სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა.
[I=3]გოლები გაიტანეს: GFF XI - ალექსანდრე იაშვილმა, კაფუმ, კევინ კურანმა, გიორგი დემეტრაძემ და ანდრეი შევჩენკომ; "მსოფლიო XI": ლუკა ტონიმ (დუბლი შეასრულა), მიჩელ სალგადომ, რივალდომ, ფრანჩესკო ტოტიმ და მარკო დელვეკიომ.
საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა 403 214 ლარია.
მნიშვნელოვანი დეტალი: სპეციალისტთა განცხადებით, ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით ახალი ნერგების დარგვა არ შეიძლება.
შესაბამისად, თუ გუშინდელი მატჩი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ იყო, გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა მისი მოგვიანებით გამართვა?