თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისი გაქურდეს
11:42:49     30-09-2017
თბილისში, სანზონაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისი გაქურდეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა შტაბიდან კომპიუტერული ტექნიკა გაიტანეს. მათივე ცნობით, დაზიანებულია ოფისის ინფრასტრუქტურაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის უკან შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტები იდგნენ.
რეზო სულუხია მომხდარს „ვანდალურ“ აქტს უწოდებს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.