„დღეს არ იყო ჩემი საჩხუბარი, პოლიტიკურ ოპონენტებს საკრებულოში უნდოდათ თავი გამოეჩინათ“ „დღეს არ იყო ჩემი საჩხუბარი, პოლიტიკურ ოპონენტებს საკრებულოში უნდოდათ თავი გამოეჩინათ“ />


  21:19:42     29-09-2017

„დღეს არ იყო ჩემი საჩხუბარი, პოლიტიკურ ოპონენტებს საკრებულოში უნდოდათ თავი გამოეჩინათ“

a71801.jpg

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი „TV პირველის“ ეთერში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იყო აქტიური საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის ოპოზიციის მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი გამოაძევეს. 

„დღეს არ იყო ჩემი საჩხუბარი, პოლიტიკურ ოპონენტებს საკრებულოში უნდოდათ თავი გამოეჩინათ, კიდევ ერთხელ ვამბობ და, შემოეღწიათ დარბაზში, სიტყვა ეთქვათ მიკროფონთან და მე ვიჯექი იმ საკრებულოში. სხდომის ჩაშლა მეც მინდოდა, მაგრამ იქ არ იყო ჩემი საჩხუბარი, თქვენც იცით, რაც ხდებოდა “, - აღნიშნა ელისაშვილმა. 
0

ავტორი: