16:31:21     29-09-2017
"მინდა ვკითხო კახი კალაძეს, რომელიც დადის გაწკეპილი და იწერს ვიდეოებს სუფთა ჰაერზე... ვიღაცას ეპრანჭება"

საკრებულო იქცა ბიძინა ივანიშვილის ნოტარიალურ კანტორად - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ბრიფინგზე.
„საკრებულო, რომელიც უნდა იცავდეს თბილისელების ინტერესებს, დღეს იქცა ბიძინა ივანიშვილის ნოტარიალურ კანტორად, რომელიც ყველანაირი საღი აზრის გარეშე, ყველანაირი მომზადების გარეშე ჩუქნის მორიგ მიწებს შუაგული ცენტრიდან, პუშკინის ქუჩის ბიძინა ივანიშვილს, თაბორის მთის კიდევ 40 ჰექტარს დამატებით უამრავ კილომეტრზე და ამას აკეთებენ თან ხალხს ამოფარებულები. ჩვენი ძალიან მშვიდობიანი პროტესტის საპასუხო იყო მოყვანა გამგეობებიდან სპორტსმენების, სუს-ის თანამშრომლების რომლებსაც უნდოდათ პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უდა ვერანაირ პროვოკაციაზე ჩვენ ევროპულ საქართველოს ვერ წამოგვაგებენ,“-განაცხადა ხოშტარიამ.
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძესაც მიმართა.
„მე მინდა ვკითხო კახი კალაძეს, რომელიც დადის გაწკეპილი, იწერს ვიდეოებს სუფთა ჰაერზე, ეპრანჭება ვიღაცას ბევრი ლაპარაკით მწვანეზე, მობრძანდეს და გვიპასუხოს რას ნიშნავს ისევ მიწების გადაცემა ბიძინა ივანიშვილისთვის, რას ნიშნავს ისევ სტატუსის შეცვლა ზონის, გაჩეხვა ხეების, მოვიდნენ და პასუხი აგონ,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.
0