უშიშროების საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა
15:54:56     29-09-2017
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ოფიციალური ინფორმაციით, საბჭოს წევრები ხუთ საკითხზე იმსჯელებენ.
კერძოდ, 2018 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდა, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი, ქვეყნის „თავდაცვის მზადყოფნისა“ და „ეროვნული თავდაცვის გეგმის“ პროექტების მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იქნებიან.
ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი და გენშტაბის უფროსი ასევე ისაუბრებენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.
უშიშროების საბჭოს წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებების შესახებ - რა გავლენა აქვს ამ წვრთნებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ ნატო-ს მომავალი სამიტის შესახებაც. სამზადისის შესახებ ინფორმაციას საბჭოს წევრებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე მიაწვდის.