თბილისის საკრებულოს სხდომა განახლდა

  15:51:20     29-09-2017

ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოში სხდომა განახლდა. 

ვითარება საკრებულოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკრებულოს სხდომის გადადება მოითხოვეს. პარტიის ლიდერების თქმით, არ დაუშვებენ, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეუცვალოს.

საკრებულოს წევრებმა დაცვის თანამშრომლებს მოუწოდეს, სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ ის ადამიანები, რომლებიც სხდომის ჩატარებას ხელს უშლიან.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ვითარების განსამუხტად ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელთაც „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და სხვა წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.