15:14:15     29-09-2017
ელენე ხოშტარია: „არ მივცემთ საშუალებას ამ ნოტარიალურ კანტორას, რომ ჩაატაროს ეს სხდომა"

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია საკრებულოში სხდომის ჩატარებაზე განცხადებას აკეთებს.
„არ მივცემთ საშუალებას ამ ნოტარიალურ კანტორას, რომ ჩაატაროს ეს სხდომა,“ - აცხადებს ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, საკრებულოს სხდომა ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემას ემსახურება.
„ესე არ არის საკრებულოს სხდომა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს სხდომა, რომელსაც უნდა, რომ კიდევ მიიტაცოს, ჩვენ, ქალაქელების, თბილისის კუთვნილი მიწა. მიიტაცოს და ისე დაამახინჯოს, რომ ვეღარ გამოვასწოროთ ვერასდროს,“ - ამბობს ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, მმართველმა გუნდმა სუს-ის სპორტსმენები მოიყვანეს.
თბილისის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება კიდევ გრძელდება. საკრებულოს სხდომათა დარბაზი ოპოზიციას დაატოვებინეს.
საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელთან და სხდომათა დარბაზის მეორე სართულზე საპატრულო პოლიციის წევრები იმყოფებიან.
0