
„ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
14:24:47     29-09-2017
საკრებულოს სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი და პარტიის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.
მათი თქმით, არ დაუშვებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეუცვალოს.