თურქეთში სამხედროები და ჟურნალისტები დააკავეს
12:54:09     29-09-2017
თურქეთის 45 პროვინციაში სამხედროების დაკავების ოპერაცია დაიწყო.
თურქული მედიის ცნობით, 17 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერია გაცემული. მათ "ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ ბრალად".
დაკავებულთა შორის 170 ჟურნალისტია, რომელთაც მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
თურქეთში 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალური ანკარა ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს ადებს ხელს, თუმცა პენსილვანიაში მცხოვრები რელიგიური ლიდერი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.