საქართველოს სახალხო დამცველმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა
12:43:13     29-09-2017
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში წარგზავნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
სახალხო დამცველი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბში შეხვდა და მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები დაათვალიერა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელსაც სახალხო დამცველი ინფორმაციის სახით მიაწვდის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ავღანეთში მყოფი სამხედროების უფლებები და საჩივართა განხილვის არსებული მექანიზმები. გაეცნენ ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის საქმიანობისა და გამოცდილებას.