![„მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია ცენტრებზე“ - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მორიგი აუდიომიმართვა „მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია ცენტრებზე“ - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მორიგი აუდიომიმართვა](http://presa.ge/img/multimedia/a71752.jpg)
„მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია ცენტრებზე“ - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მორიგი აუდიომიმართვა
10:58:18     29-09-2017
Associated Press-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მორიგი აუდიომიმართვა გაავრცელა.
მიმართვა ისლამისტებთან დაკავშირებულ პორტალ al-Furqan-ზე გავრცელდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების მიმართვებს ადრეც ავრცელებდა.
46-წუთიან მიმართვაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს მთელ მსოფლიოში დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ.
„ხალიფატის ჯარისკაცებო და ისლამის გმირებო, მიმართეთ ომის ცეცხლი თქვენი მტრებისკენ. გაააქტიურეთ თქვენი შეტევები და მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია ცენტრებზე და მათი იდეოლოგიური ომის შტაბ-ბინაზე“, - განაცხადა მან.
ალ-ბაღდადიმ ასევე აღნიშნა, რომ ივლისში ქალაქ მოსულის დაკარგვის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფება ბრძოლას განაგრძობს.