ბიძინა ივანიშვილის კომპანიას, სავარაუდოდ, თბილისსა და ბათუმში ტერიტორიებს გადასცემენ
09:57:05     29-09-2017
საკრებულოს უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას, თბილისში დღეს კიდევ ორ ტერიტორიას გადასცემენ. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბოტანიკური ბაღის ერთ ჰექტრამდე ფართობის კერძო პირისთვის გადაცემაზე იმსჯელებენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, საუბარია სწორედ ყოფილი პრემიერის კომპანიაზე, რომელიც ადგილზე სამუშაოებს პანორამა თბილისისთვის განახორციელებს. ამავე ორგანიზაციისთვის იგეგმება ფართის გადაცემა პუშკინის სკვერის ქვეშ, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბოტანიკური ბაღისა და პუშკინის სკვერის შესახებ გენგეგმის დამტკიცების ფარგლებში იმსჯელებენ.
„თაბორის მთაზე კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და ამ ტერიტორიის საირიგაციო სისტემების მოწყობისთვის, დამატებით მთლიანი ტერიტორიის 1%-ზე ხდება ზონის ცვლილება. დამუშავდა ის ადგილები, რომელზეც ქალაქს აქვს ინტერესი, რომ განხორციელდეს მიწისქვეშა პარკინგები და ასევე ერთ-ერთი გახლავთ პუშკინის მოედანზე,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.
ასევე, დეპუტატების ინფორმაციით, ბათუმში დღეს საკრებულოს სხდომა ხმაურიანი იქნება, რადგან მიწის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემაზე იმსჯელებენ. საუბარია ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მწვანე კონცხის ნაწილისა და მიმდებარე სანაპიროზე. გიორგი კირთაძის განცხადებით, მიწის გადაცემა ბათუმის პანორამისთვის 49 წლიანი იჯარით მოხდება.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს უმრავლესობა ვერ გაუძლებს ამხელა წნეხს და ისინი მხარს დაუჭერენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრინციპში საკუთრებაში გადასცენ ბოტანიკური ბაღი. თბილისი პანორამის მსგავსად, ალბათ ჩვენ გვექნება ბათუმი პანორამა და ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღი შეიერთა, რეალურად, უნიკალური ბათუმის ბოტანიკური ბაღი იქნება მისი სასტუმროს ეზო. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ბათუმელებისთვის, ბათუმის სტუმრებისთვის ბოტანიკური ბაღი გახდება მიუწვდომელი, ის რეალურად იქცევა ბიძინა ივანიშვილის ეზოდ," - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.