მირდატ ქამადაძე: საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია
15:26:39     28-09-2017
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიებზე თავის წარმომადგენლად დავით ქარცივაძე დანიშნა, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ეს კანონდარღვევაა, რადგან მსგავსი პირები პარტიული კუთვნილების გარეშე, ნეიტრალური პირები უნდა იყვნენ.
„საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომლითაც თავისი წარმომადგენელი უბნებზე უნდა იყოს არა პოლიტიკური, არამედ ნეიტრალური ადამიანი“, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.