რობერტ დე ნირო ახალ ფილმში

  11:22:38     14-05-2011

Collider – ის ინფორმაციით, რობერტ დე ნიროს და დაიან კიტონს კომედია “Gently Down the Stream” – ში იღებენ. დე ნირო და კიტონი ყოფილი მეუღლეების როლს ითამაშებენ, რომლებიც მრავალი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.

სიუჟეტის მიხედვით, ოდესღაც მათ იშვილეს და ერთად ზრდიდნენ ბიჭს. ნაშვილები ვაჟიშვილი გაიზარდა და ქორწინებას აპირებს. შედეგად, იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ კიტონის და დე ნიროს გმირებს კვლავ უწევთ ცოლ-ქმრული ურთიერთობების აღდგენა.

 

კინოსურათის რეჟისორი და სცენარისტი ჯასტინ ზაკემია, რომელსაც გადაღებული აქვს ფილმი The Bucket List” ჯეკ ნოკოლსონის და მორგან ფრიმანის მონაწილეობით. უკვე ცნობილია, რომ ფილმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ კეტრინ ჰაიგლი, ამანდა სეიფრიდი და სხვები.