მარკ ცუკერბერგი დონალდ ტრამპის ბრალდებას პასუხობს

  09:52:33     28-09-2017

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფეისბუქის“ დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრალდება უარყო, რომელიც სოციალურ ქსელებს და გაზეთებს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს. ეს ბრალდება ტრამპმა „ტვიტერის“ საშუალებით გაახმაურა.

„სოციალური ქსელები, მათ შორის ყველაზ მეტად „ფეისბუქი“ ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგი იყო. აქედან მოდის ყალბი ინფორმაციები. New York Times და Washington Post ასევე ტრამპის წინააღმდეგ იყვნენ, ეს შეთქმულებაა?“- ამ ფორმით დაადანშაულა ტრამპმა სოციალური ქსელები.

ამავდროულად ტრამპი აღნიშნავდა, რომ, ხალხი მუდამ მასთან არის, „რეალურად არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ჩვენ მოვახერხეთ პირველი 9 თვის განმავლობაში. ეკონომიკაც აღმავლობის გზაზეა.“- წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

აღნიშნულმა განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლიბერალები აღნიშნავენ, რომ ტრამპი სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით გახდა პრეზიდენტი და ის სოციალური ქსელის გარეშე თავისი აზრების გამოთქმას ვერ მოახერხებდა.

მარკ ცუკერბერგი ტრამპის კრიტიკას არ ეთანხმება. 33 წლის მილიარდერმა აშშ-ის პრეზიდენტს „ფეისბუქზე“ უპასუხა. მისი თქმით, სოციალური ქსელი ყველას აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას.

„ტრამპი ამბობს, რომ „ფეისბუქი“ მისი წინააღმდეგია. ლიბერალები კი ამბობენ, რომ ჩვენ ტრამპს არჩევნებშია მოგებაში დავეხმარეთ. ორივე მხარე იმ კონტენტის გამოა განაწყენებული, რომელიც მათ არ მოსწონთ. ეს არის საშუალება, რომ ყველას საკუთარი იდეის გამოთქმა შეუძლია. ეს სოციალური ქსელი ადამიანებს ხმის უფლებას აძლევს, კანდიდატებს კი ამომრჩეველთა ურთიერთობის საშუალებას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას იმაში, რომ სახელმწიფოებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლაში შევუშალოთ ხელი,“-დაწერა ცუკერბერგმა.