„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
09:53:02     28-09-2017
„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
ოპოზიციის მტკიცებით, სამინისტროს მიერ 2013 წელს გამოცხადებულ სხვადასხვა ტენდერში, რომელიც ჯამში 40 ათას ლარს შეადგენდა, ავთანდილ მესხიძის ნათესავისა და ბიზნეს პარტნიორის კომპანიამ გაიმარჯვა.
„რატომ არ არის ეს ფაქტები შესწავლილი, რატომ არ არის გამოძიებული, ჩვენ არა ერთ ფაქტში ვამხილეთ სოფლის მეურნეობის მინისტრი და გვაინტერესებს, რა კრიტერიუმით შეირჩა ეს ადამიანი, რა კრიტერიუმით დააწინაურა და რა კრიტერიუმით დაინიშნა დღეს მინისტრის თანამდებობაზე. თუ ეს არის ნამდვილი სახე „ქართული ოცნების“, არ ღალატობენ ძველ ტრადიციას და აგრძელებენ ძველ კორუფციულ ტრადიციას,“ - განაცხადა”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ბარამიძემ.
„ენმ“-ის წევრთა ბრალდებებს გამოეხმაურა მინისტრი და „არასერიოზული“ უწოდა.
„არ ვიცნობ ადამიანს, ვიცნობ მხოლოდ ურთიერთობით სამსახურიდან გამომდინარე, რომ აქვს სანერგე მეურნეობა. მასე ვიცნობ ძალიან ბევრს. ჩემთან არავითარი კავშირი არ აქვს და არცერთ დოკუმენტში არ ფიქსირდება, რომ მე და ხარჩილავა სადმე ოდესმე ვყოფილვართ ბიზნეს პარტნიორები,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე.